ხელოვნების სასახლეში, მუზეუმის მიერ ევროპისა და საქართველოს კერძო კოლექციებიდან და გალერეებიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატებისა და დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა „დაბრუნებული საუნჯე“ გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში, მუზეუმის მიერ ევროპისა და საქართველოს კერძო კოლექციებიდან და გალერეებიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატებისა და დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა „დაბრუნებული საუნჯე“ გაიხსნა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოდან გატანილი და უცხოეთში გაყიდული, აგრეთვე, საბჭოთა ეპოქაში გასხვისებული ნამუშევრები მუზეუმს 2025 წელს, საქართველოს კულტურის მინისტრის, ინიციატივით დაუბრუნდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში მე-15-მე-19 საუკუნეებში შექმნილი ნამუშევრები
