თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის თემურ დადიანის ვარჯიშს დაესწრო
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის, თემურ დადიანის ვარჯიშს დაესწრო. პაატა პატიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეს 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თემურ დადიანი პარალიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება. ის პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში საქართველოს სახელით იასპარეზებს. ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი – მილანი და კორტინა უმასპინძლებს. შეჯიბრება 6-15 მარტს გაიმართება
