ბილ კლინტონი: ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა
„ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა“ ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამართულ დაკითხვაზე განუცხადა. „მე არაფერი მინახავს და ცუდი არაფერი ჩამიდენია. ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. ვიცი, რაც ვნახე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიცი რაც არ მინახავს. ვიცი, რაც გავაკეთე და რაც არ გამიკეთებია“, - აღნიშნა ბილ კლინტონმა
