კირ სტარმერი: „ექსტრემისტული მწვანეთა პარტია" საფრთხეს უქმნის ბრიტანეთს
„ექსტრემისტული მწვანეთა პარტია" საფრთხეს უქმნის ბრიტანეთს. განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა გორტონისა და დენტონის შუალედურ არჩევნებში “ლეიბორისტების” დამარცხების შემდეგ გააკეთა. წაგების მიუხედავად, სტარმერმა პირობა დადო, რომ ბრძოლას გააგრძელებს. „ჩვენ გავაგრძელებთ გაფრთხილებას იმ რისკებზე, რომელსაც "მწვანეები" წარმოადგენენ, ისეთი საშიში პოლიტიკის რისკზე, როგორიცაა ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ნატოდან გასვლა, რასაც ამომრჩეველთა უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს" - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა
