ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული თავდასხმა ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა - ინფორმაცია ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა
ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული თავდასხმა ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა. ინფორმაცია ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ისრაელი იმ ობიექტებს ბომბავს, საიდანაც ისლამურმა რესპუბლიკამ შესაძლოა ისრაელზე იერიში მიიტანოს. ისრაელის წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანზე თავდასხმის მიზანი შესაძლოა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ლიკვიდაცია ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ პაზეკშიანი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია, მეორე კი ჩრდილოეთში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, მითითებებს დაემორჩილოს
