უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განათლების მინისტრი სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განათლების მინისტრი სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ქუთაისის საერთაშორისო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში შედგა. გივი მიქანაძემ საზოგადოებასთან ერთად განიხილა რეფორმის განხორციელების ეტაპები და მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრმა რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბების საქმეში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
