ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო. ერთ-ერთ კაფე-ბარს საფეხმავლო ბილიკზე უკანონოდ ჰქონდა დამატებითი კონსტრუქცია მიშენებული. დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ნარჩენებს გაიტანენ და ტერიტორიას გაასუფთავებენ. აჭარაში, უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას
