დედას, რომელიც შვილს აიძულებდა მოწყალება ეთხოვა ბრალდება წარედგინა
დედას, რომელიც შვილს აიძულებდა მოწყალება ეთხოვა ბრალდება წარედგინა. ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, ბრალდებული 11 წლის არასრულწლოვან შვილს 2023 წლიდან ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. დანაშაული 17 წლამდე პატიმრობით ისჯება
