პაპუაშვილი: 4 წლის წინ უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა - იმ დღეს დავინახეთ, რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის უცხოს მითითებით ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს
ზუსტად 4 წლის წინ, როგორ ითხოვდა უკრაინის მაშინდელი პრემიერი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმულიყო და უკრაინაში მოხალისეები გაეგზავნა, იხსენებს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც პირველი კანონმდებელი წერს, იძულებითი მოთხოვნა მე-5 კოლონამ, ანუ ქართულმა ოპოზიციამ შეასრულა, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი, საკუთარი მთავრობისგან ითხოვდა უცხო ქვეყნის მთავრობას დამორჩილებოდა
