საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა დანია სტუმრად 89:71 დაამარცხა. მატჩი თანაბარი პირველი მეოთხედით დაიწყო, თუმცა მეორე პერიოდიდან ქართველებმა უპირატესობა მოიპოვეს. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც ეროვნულმა ნაკრებმა 38-15 მოიგო და შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო. კაპიტანმა 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. დებიუტანტებმა მარკის რიდმა 18, ალექსანდრე მერკვილაძემ კი 12 ქულა დააგროვეს, 13 ქულით გამოირჩა დუდა სანაძე. სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ერთი მოგება აქვს და მომდევნო მატჩს 2 მარტს თბილისში კვლავ დანიის წინააღმდეგ გამართავს. ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. მისალოცი ქარდები მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს
