„დაბრუნებული საუნჯე“- ხელოვნების სასახლეში, მუზეუმის მიერ ევროპისა და საქართველოს კერძო კოლექციებიდან და გალერეებიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატებისა და დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიხსნა
„დაბრუნებული საუნჯე“ ხელოვნების სასახლეში, მუზეუმის მიერ ევროპისა და საქართველოს კერძო კოლექციებიდან და გალერეებიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატებისა და დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიხსნა. საქართველოში დაბრუნებული საუნჯე კულტურის მინისტრმა, პირველ ლედისთან და ხელოვნების სასახლის დირექტორთან, ერთად დაათვალიერა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოდან გატანილი და უცხოეთში გაყიდული, აგრეთვე, საბჭოთა ეპოქაში გასხვისებული ნამუშევრები მუზეუმს 2025 წელს, საქართველოს კულტურის მინისტრის, ინიციატივით დაუბრუნდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში მე-15-მე-19 საუკუნეებში შექმნილი ნამუშევრები
