POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
სტარმერის პრემიერ-მინისტრობა კვდება და არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის. ამ სათაურით სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს. „ გორტონსა და დენტონში გამართულ შუალედურ არჩევნებში ლეიბორისტების დამარცხების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სული უდგას, თუმცა სტარმერის პარტიაში ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთი პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მაისში დაგეგმილ ეროვნულ და ადგილობრივ არჩევნებზე მოსალოდნელი მორიგი გამანადგურებელი მარცხი განიხილება გარდამტეხ მომენტად იქცეს, რამაც შესაძლოა წერტილი დაუსვას სტარმერის პრემიერობას“ - ნათქვამია სტატიაში
