ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი რიში სუნაკი ეკონომიკური აღდგენის საკითხებში უკრაინის მთავრობის კონსულტანტი გახდა
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი რიში სუნაკი ეკონომიკური აღდგენის საკითხებში უკრაინის მთავრობის კონსულტანტი გახდა. ინფორმაციას გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანაზღაურების გარეშე დაიწო მუშაობა ზელენსკის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებზე მუშაობს. როგორც სუნაკმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივი იყო უკრაინის მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას. მან შეაქო ზელენსკის ლიდერობა და უკრაინელი ხალხი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სიმამაცე და გამჭრიახობა გამოიჩინეს
