დააკავეს მოქალაქე, რომელიც თბილისში ნაქირავებ ბინაში ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს, რითაც პროდუქციას ეტიკეტირებას უკეთებდა
დააკავეს მოქალაქე, რომელიც თბილისში ნაქირავებ ბინაში ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს, რითაც პროდუქციას ეტიკეტირებას უკეთებდა. ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები იყიდებოდა გლდანისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და კვების დაწესებულებებში. ჩხრეკის შედეგად ნაქირავები ბინიდან, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილიდან და სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების ალკოჰოლური სასმელები. ცარიელი ბოთლები, ჩამოსხმისთვის საჭირო მასალები და ყალბი აქციზური მარკები. დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
