ინტენსიური თოვის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა გაურკვეველი დროით დაიკეტა
ინტენსიური თოვის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა გაურკვეველი დროით დაიკეტა. ყველა სახის ავტომობილისთვის გადაადგილება რამდენიმე საათის წინ აიკრძალა. თოვის პარალელურად გომბორის უღელტეხილი ინტენსიურად იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი. ძლიერი თოვა გახდა მიზეზი, რის გამოც თელავში, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა, მგზავრთა უსაფრთხოების გადაადგილების მიზეზით, დროებით შეაჩერა
