თავდასხმა თავისუფალ მედიას ვერ აიძულებს სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი
თავდასხმა თავისუფალ მედიას ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. „იმედი“ მეტი შემართებით აგრძელებს მუშაობას. უკვე მეხუთე დღეა, გამოაშკარავებულია აბსურდული ბრალდებების ავტორთა რეალური მოტივი. ისინი ვინც თითქოს სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ „იმედის“ განადგურებას ლამობენ, თუმცა უშედეგოდ. დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო - ასეთია შეფასებები „ქართულ ოცნებაში“
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
