კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაცია
მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. პირველ ეტაპზე ის ინფრასტრუქტურა განისაზღვრება, რომელიც საერთო ურბანული კონცეფციის მიხედვით, რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება და ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
