პოლიტიკური საბჭოს განცხადება
თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. დისკრედიტებული ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცდელობა- განცხადება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. სხდომას პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ.
