ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტში სხდომაზე მოხსენებით წარდგა
ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა. გიორგი ჯინჭარაძემ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად გადმოსული ახალგაზრდების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც აფხაზეთის მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა განახორციელოს.
