ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში, ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში, ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა. აბასთუმნის განვითარებისათვის სახელმწიფომ და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ," არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. მათ შორის, აშენდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობის ახალი ცენტრი და ამბულატორია, დასრულდა კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო სადგურის და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზისა და სასტუმრო-კომპლექს „პარაგრაფის“ მშენებლობა.
