ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟის მიუხედავად, „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება. ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტულმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა , მათ შორის ბანკებმა , შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვეს მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიონ ტელეკომპანიას, თუმცა მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, ტელეკომპანიას არ სურს დარტყმის ქვეშ დააყენოს რომელიმე მათგანი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.
