ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში, ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში, ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა. აბასთუმნის განვითარებისათვის სახელმწიფომ და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ," არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს.
