პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელი კოლეგის ბრალდებებს უარგუმენტოს უწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელი კოლეგის ბრალდებებს უარგუმენტოს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიული ტონით არ უნდა ელაპარაკოს. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია პრეტენზიები ჰქონდეს დასავლეთ ევროპის დიდ ქვეყნებთან, რომლებიც გლობალ უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები.
