დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უმაღლეს სასამართლოს მოუწოდა, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ 6 000-მდე სირიელს დეპორტაციისგან დაცვის მექანიზმი გაუუქმოს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უმაღლეს სასამართლოს მოუწოდა, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ 6 000-მდე სირიელს დეპორტაციისგან დაცვის მექანიზმი გაუუქმოს. ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ სირიელებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი დასრულდება. როგორც ნოემმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სიტუაცია აღარ აკმაყოფილებს შეიარაღებული კონფლიქტის კრიტერიუმებს და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულ სირიის მოქალაქეებს საფრთხე აღარ ემუქრება.
