რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ომის შემდგომი რეკონსტრუქციის საკითხები განიხილეს
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ომის შემდგომი რეკონსტრუქციის საკითხები განიხილეს. მისი თქმით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ ბლოკსა და უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან მექანიზმებზე. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ჟენევაში გუშინ გაიმართა.
