საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გასტრო ინფლუენსერებს უმასპინძლა
საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გასტრო ინფლუენსერებს უმასპინძლა. ინფლუენსერთა ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს სწორად პოზიციონირება მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე, როგორც მაღალი ხარისხის, ავთენტურ და განსხვავებულ გასტრო-ტურისტულ მიმართულებად.
