ბუდაპეშტში უცხოური დახმარების პოლიტიზების საკითხზე კონფერენცია გაიმართა
ბუდაპეშტში უცხოური დახმარების პოლიტიზების საკითხზე კონფერენცია გაიმართა. საუბარი იყო USAID-ის დახურვის შემდეგ დანაკარგის შესავსებად ევროკავშირის მხრიდან ენჯეოების დაფინანსების გაზრდაზე. ჟურნალისტმა და მკვლევარმა ტომას ფაზიმ ბრიუსელის ელიტა არასამთავრობო ორგანიზაციების არასასურველი მთავრობების წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა. მაგალითად კი უნგრეთი და საქართველო მოიყვანა. ფაზი ამბობს, რომ როგორც კი საქართველო გამჭვირვალობის კანონით ევროპულ ჩარევას შეეწინააღმდეგა ბრიუსელმა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სცადა ხელისუფლების ცვლილების მოხდენა
