მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ სურვილი საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო არსად გამქრალა
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ სურვილი საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო არსად გამქრალა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამის დასტურია მოწოდებები სანქციების დაწესებაზე, რაც მათივე შეფასებით საქართველოს ეკონომიკის განადგურებას და რუსეთთან ესკალაციას ნიშნავს. ამ საკითხზე სოციალურ ქსელში დაწერა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე წერს მათ შორის საქართველოს იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც ამ კამპანიას შეუერთდნენ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად აქციეს
