შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადის თავმჯდომარეს წერილზე წერილით პასუხობს და ახსენებს, რომ მეგობრობა ორმხრივია და უკრაინა-საქართველოს მეგობრობაში საქართველო პირნათელია
შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადის თავმჯდომარეს წერილზე წერილით პასუხობს და ახსენებს, რომ მეგობრობა ორმხრივია და უკრაინა-საქართველოს მეგობრობაში საქართველო პირნათელია. პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ კოლეგას მისივე ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ახსენებს საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა აეწონა, რადგან უსამართლო გადაწყვეტილებებს არც საქართველო და არც ქართველი ხალხი არ იმსახურებს. შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან გაეროს რეზოლუციის „მხარდაჭერა“ ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა
