ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ირანთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მართავს
ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ირანთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მართავს. მხარეებს შორის არაპირდაპირი დისკუსია ომანის შუამავლობით მიმდინარეობს. მთავარი საკითხი ბირთვული შეთანხმებაა, ვაშინგტონი თეირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას მოითხოვს, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის წარმოებაზე უარს ამბობს, თუმცა მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის გამოყენება სურს.
