უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. ორბანი წერს, რომ კიევმა ამ საკითხში ბრიუსელის, ასევე უნგრეთში ოპოზიციის მხარდაჭერა მოიპოვა. ორბანი ირწმუნება, რომ უკრაინის ლიდერს უნგრეთში ხელისუფლების შეცვლა სურს. ორბანი ზელენსკის მოუწოდებს, ანტიუნგრული პოლიტიკა შეცვალოს.
