აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს იწყებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს იწყებს. უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია. მსურველებმა რეგისტრაცია 11 მარტამდე დეპარტამენტის სერვისის განვითარების გვერდზე უნდა გაიარონ. მასში მონაწილეობა გიდის პროფესიით დაინტერესებულ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც მინიმუმ ერთ უცხო ენასა და გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ფლობენ.
