წინანდალში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს
წინანდალში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ბიზნეს სექტორს საშუალება აქვს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ფორუმში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დინამიკის, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების და არსებული ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. განიხილება სამი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობა. გაიმართება პანელური სესია ბიზნეს წარმომადგენლების მონაწილეობით.
