ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეოთხე გოლი გაიტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეოთხე გოლი გაიტანა. „პარკ დე პრენსზე“ გამართული პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენი“ – „მონაკო“ 2-2 დამთავრდა, ორი მატჩის ჯამში კი პარიზელებმა 5-4 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. კვარაცხელია ძირითადში იყო და 66-ე წუთზე გაიტანა.
