ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. „ბოლო შეხვედრაზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს, მაგრამ არ ვართ მზად, უარი ვთქვათ ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების უფლებაზე“,– აღნიშნა აბას არაღჩიმ. შეერთებული შტატებისა და ირანის დელეგაციები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ჟენევაში დღეს გამართავენ.
