დიდი ბრიტანეთის ელჩს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან
დიდი ბრიტანეთის ელჩს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. უწყება გარეტ უორდისგან მოითხოვს განმარტებას, რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას ცინიკურს და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელს უწოდებს.
