ფრენბურთში თბილისის საქალაქო თამაშების ჩემპიონების ვინაობა ცნობილია
ფრენბურთში თბილისის საქალაქო თამაშების ჩემპიონების ვინაობა ცნობილია. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ფინალური შეხვედრები ვაჟთა შორის 103- ე და 171-ე, ხოლო გოგონებში 103-ე და 51-ე სკოლებს შორის გაიმართა და ორივე დაპირისპირებაში 103-ე სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონი სკოლის გუნდები თბილისის სახელით აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებზე იასპარეზებენ. სასკოლო შეჯიბრებები მასობრივ სპორტში საქართველოში მოქმედი ყველაზე მასშტაბური სპორტული პროგრამაა, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს და 100 000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს. პროექტი თბილისის მერიის, სპორტის და განათლების სამინისტროების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
