დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა, კოჯორ–ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად 1921-მეტრი გაირბინეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა, კოჯორ–ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად 1921-მეტრი გაირბინეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. იუნკერებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის, გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.
