განათლების მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
განათლების მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო და რეფორმის აუცილებლობასა და შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებაზე ისაუბრა.
