აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში, გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა.
