საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა
საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ყველა სახელმწიფო უწყებასა და ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, მინისტრები და მმართველი გუნდის ლიდერები.
