მმართველი გუნდი დიპლომატების არადიპლომატიურ ქმედებებზე საუბრობს
მმართველი გუნდი დიპლომატების არადიპლომატიურ ქმედებებზე საუბრობს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კონკრეტული ელჩების გზავნილები ანტიქართულია. გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოს საერთაშორისო სანქციებთან მიერთებას ითხოვენ. ეს კი მმართველი გუნდის შეფასებით, ეკონომიკურ კოლაფსს და რუსეთთან ესკალაციას გულისხმობს.
