გერმანიის კანცლერი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინს პეკინთან თანამშრომლობის გაღრმავება და სამართლიანი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება სურს. კანცლერის თქმით ჩინეთი გასულ წელს გერმანიის ერთერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ფრიდრიხ მერცის დღის წესრიგშია ჩინეთის ლიდერთან სი ძინ პინთან შეხვედრაც.
