მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევა
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან ბელარუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, ინდოეთის, ირანის, ისრაელის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.
