მეორე დღეა ბრიტანეთის საელჩო ქრონიკის კითხვეს არ პასუხობს
მეორე დღეა ბრიტანეთის საელჩო ქრონიკის კითხვეს არ პასუხობს. არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტები თუ კონკრეტულად რის საფუძველზეა დასანქცირებული ორი დამოუკიდებელი ტელევიზია იმედი და პოსტივი. ოფიციალური განმარტება კი მხოლოდ გონივრული ეჭვია და რომ იმედი ახდენს უკრაინაში დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. რეალურად ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელ ტელევიზიაზე მიზანმიმართული თავდასხმა. იმედისთვის კი მთავარი ქართველი ხალხია და არხი განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას.
