საცხოვრებელი ფართები 60 ოჯახს
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ბინების სიმბოლური გასაღებები მოქალაქეებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართებით 2 500-ზე მეტი დაზარალებულია დაკმაყოფილებული. მიმდინარე წელს კიდევ 12 პროექტი დასრულდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
