ტყუილი საელჩოებისგან
საქართველოს სანქციებთან მიერთებას ისევ აძალებენ. გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველო რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. მოწოდებები იყო დიპლომატების დღევანდელ შეხვედრაზეც, სადაც მათთვის არასასურველი მედიასაშუალება „იმედი“ არ მიიწვიეს. კიდევ ერთი ტყუილია ის, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ მოუწოდებდა. საპირისპიროს ასაბუთებს არაერთი საჯარო განცხადება არქივიდან. რაც შეეხება სანქციებთან მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნებოდა, 5 თებერვალს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’ სალივანმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესრულების ვალდებულება არ აქვთ. იმავე ო’ სალივანმა გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა- „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა”.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
