ამერიკის 7 შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკის 7 შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეერთებული შტატების აღმოსავლეთს მასშტაბური შტორმი დაატყდა თავს. თოვლის საფარმა გარკვეულ რაიონებში მეტრს მიაღწია. გადაიდო 5 ათასზე მეტი ავიარეისი, 500 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიწოდება. მძიმე ვითარებაა ნიუ იორკის უმეტეს ნაწილში. თოვლის გამო, დაიკეტა ავტომაგისტრალები და შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა. სტიქიის ზონაში ადგილობრივმა ადმინისტრაციამ მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
