გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ჩინეთში მიემგზავრება
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ჩინეთში მიემგზავრება. პეკინში ის ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს შეხვდება. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და სავაჭრო თანამშრომლობაში არსებული პრობლემების დაძლევაა. მანემდე ჩინეთ-ევროპის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებისთვის პეკინში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები და ევროკომისიის პრეზიდენტი იმყოფებოდნენ.
