ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატით გაიმართა უკრაინის მხარდაჭერის მსურველთა კოალიციის შეკრებაც
ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატით გაიმართა უკრაინის მხარდაჭერის მსურველთა კოალიციის შეკრებაც. კიევს სამშვიდობო პროცესში მხარდაჭერას ჰპირდებიან საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები. უკრაინის ევროპელი პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა განსაზღვრავს ევროპის მომავალს, რის გამოც მათ კიევის ფინანსური და სამხედრო დახმარება უნდა გააგრძელონ.
